LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენენ დოერტიმ აღიარა, რომ სიმსივნე დაბრუნდა და ბოლო სტადიის კიბოს ებრძვის

გუშინ ღამით შენენ დოერტიმ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. „ბევერლი ჰილზი 90210“-ის ვარსკვლავი ამბობს, რომ მისი სიმსივნე რემისიის შემდეგ კვლავ გააქტიურდა და ახლა ის მეოთხე სტადიას ებრძვის.

მკერდის სიმსივნე მსახიობს ჯერ კიდევ 2015 წელს დაუდგინეს, თუმცა მკურნალობამ შედეგი გამოიღო და დოერტი ექიმების აქტიური დაკვირვების პროცესში იმყოფებოდა. მსახობმა განცხადება 4 თებერვალს, კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს გააკეთა და სოციალურ ქსელში პოსტიც გაავრცელა.

შენენ დოერტის პოსტს მალევე მოჰყვა გამამხნევებელი კომენტარები, მათ შორის უახლოესი მეგობრებისგან.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს მსახიობი „ბევერლი ჰილზი 90210“-ის გაგრძლებაში გამოჩნდა, რომელიც ეკრანებზე ცოტა ხნის წინ გამოვიდა.