LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს, რომლებიც მოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩინეთის მოქალაქეს, რომელიც ინფექციურში დღეს მოათავსეს “ბე” ტიპის ვირუსი აღმოაჩნდა, მას ამჟამად შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

კორონავირუსით დაიღუპა ექიმი, რომელიც საზოგადოებას ​ვირუსის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში აფრთხილებდა

34 წლის ლი ვენლიანი პირველი იყო, ვინც ვირუსის შესახებ მოსალოდნელ საფრთხეებზე ალაპარაკდა

„ბოქსებში მყოფ არც ერთ პაციენტს – არც ქართველს და არც ჩინელს, ლუგარის ცენტრის კვლევის თანახმად, კორონავირუსი არ დაუდგინდათ. ჩინელს აქვს „ბე“ ტიპის ვირუსი და ჩვეულებრივი ინფექცია – გრიპია. უტარდება სტანდარტული მკურნალობა“,-ნათქვამია ინფექციური საავადმყოფოს ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მედიკოსები ორ პაციენტს აკვირდებოდნენ. გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა დაფიქსირებულიყო ახალი კორონავირუსის შემთხვევა.

ინფექციურის დირექტორი: კლინიკაში შეყვანილ ჩინელ მამაკაცს შესაძლოა, კორონავირუსი ჰქონდეს