LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქე შეიყვანეს

ბოქსირებულ განყოფილებაში დაკვირვების ქვეშ საქართველოს მოქალაქე იმყოფება. ის ჩინეთიდან 8 თებერვალს დაბრუნდა​. 19 წლის მამაკაცი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, პირველადი კვლევებით კაცს კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს, თუმცა ანალიზებს ხვალ დილით აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან.

მას ხვალ დილით აუღებენ ნაცხს და ხვალვე იქნება პასუხი, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ამ ახალგაზრდას არ აქვს პნევმონია, სუნთქვის გაგრძელება და სხვა კლინიკური ნიშნები და თუ მას დავუჯერებთ, ჩინეთში ის უკვე გამოიკვლიეს კორონავირუსზე, სავარაუდოდ მას ვირუსი არ დაუდგინდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება 26 წლის ქალს, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში დღეს დილით შეიყვანეს, მას ეს ვირუსი არ დაუდასტურდა და საავადმყოფოს სავარაუდოდ ხვალ დატოვებს.

რუსული მედია: კორონავირუსი საქართველოს ბაზარს გახსნის