ბაღდათში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ორსული ქალისა და ოთხი ბავშვის ბებია დახმარებას ითხოვს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
“ამ გაყინულ ბინაში ვცხოვრობ, ჩემი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის სანთლის ასანთები ფულიც არ მაქვს… აღარავინ დამრჩა სისხლი და ხორცი”, – ამბობს ქეთევან გველესიანი.
ის იმ სახლში ცხოვრობს, სადაც მისი ფეხმძიმე ქალიშვილი და ოთხი შვილიშვილი ხანძრის შედეგად დაუღუპნენ. ქეთევან გველესიანი ამბობს, რომ 33 კვ. მოცულობის ბინაში სადაც არც დენი, გაზი და წყალია გარდაცვლილების მოგონებები ტრიალებს.
ბაღდათში ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა: დედა, 4 ბავშვი და ოჯახის ახლობელი
ქეთევან გველესიანს თავის შვილთან და შვილიშვილებთან ერთად სოციალური შემწეობის სახით 680 ლარი ერიცხებოდა. მარტოხელა ქალი ამ თვეში პენსიასთან ერთად გარდაცვლილი ხუთი ოჯახის წევრების სოციალური შემწეობის თანხასაც მიიღებს.
რაც შეეხება, პენსიას ამბობს, რომ სესხი აქვს აღებული და 220 ლარიდან მხოლოდ 90 ლარი რჩება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ქეთევან გველესიანი ბაღდათში არ არის რეგისტრირებული, ამიტომ მუნიციპალური პროგრამით ვერ დაეხმარებიან.
ბაღდათში ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანია დაიღუპა. დედა, რომელიც ორსულად იყო და ასევე მისი 4 მცირეწლოვანი შვილი. მეექვსე დაღუპული მეხანძრე-მაშველებმა დედისა და ბავშვების ცხედრების შემდეგ აღმოაჩინეს. ხანშიშესული ქალი ოჯახის ახლობელი იყო.
