თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 11 ადამიანი შეიყვანეს. ამის შესახებ სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თმით 11 ადამიანიდან ხუთს უკვე ჩაუტარდა კვლევა კორონავირუსზე და მათ ინფექცია არ დაუდასტურდათ, ხოლო დანარჩენი ექვსი პაციენიტის შემთხვევაში კვლევის შედეგები დღეს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ ეტაპზე 21 პაციენტი იმყოფება.
