რომის პაპმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მესაზე დასწრება ვერ შეძლო. ინფორმაციას ABC News ავრცელებს. მედიის ცნობით პაპი წირვაზე ახველებდა და სურდო ჰქონდა.
ვატიკანის პრესსამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ 83 წლის პონტიფიკოსი თავს შეუძლოდ გრძნობს, თუმცა კონკრეტულ ჩივილებზე არ საუბრობენ.
პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი დეტალები არ დაკონკრეტებულა.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 12 ადამიანი დაიღუპა. ყველა მათგანი ასაკოვანი იყო ან ჯანმრთელობასთან პრობლემები ჰქონდათ. ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში გაუქმდა სასწავლო პროცესი, გადაიდო ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის ფეხბურთში იტალიის ჩემპიონატის სამი მატჩი.
