LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ორი პაციენტი შეიყვანეს

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 31 პაციენტი, დილას 29 იყო და კიდევ ორი დაემატა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

რაც შეეხება კორონავირუსით დაავდებული ორი პაციენტის მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში კორონავირუსის ორი შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსული ინფექცია 51 წლის მამაკაცს და 31 წლის ქალს აღმოაჩნდათ.

ვინ არის მეორე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და ვისთან ერთად იმოგზაურა

ორივე პაციენტი  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს შესაბამის პალატაშია მოთავსებული.