LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსულებში რამე განსაკუთრებული განსხვავებები არ არის დაფიქსირებული – თენგიზ ცერცვაძე

​„კოვიდ-19“ ახალია და მის შესახებ ყველაფერი არ ვიცით, მაგრამ დღევანდელი ცოდნით, ის ნაყოფზე არ მოქმედებს და საერთოდ, ორსულებში რამე განსაკუთრებული განსხვავებები არ არის დაფიქსირებული.”-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ორსულებზე ყველა ის უნივერსალური რეკომენდაცია ვრცელდება, რაც არაორსულზე.

“განსხვავებით, მაგალითად, გრიპისგან, რომლისთვისაც ორსულები ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფია და პირველ რიგში, სწორედ ორსულებს ვურჩევთ აცრას. ჩვენ მათ ვურჩევთ, ორსულობის პერიოდში თავი აარიდონ გრიპის დაინფიცირებას, აქ კი რამე ასეთი არ არის. ორსულებზე ყველა ის უნივერსალური რეკომენდაცია ვრცელდება, რაც არაორსულზე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ადამიანი გადამდები არ არის, სანამ არ დაეწყება სიმპტომები – პაატა იმნაძე (ვიდეო)

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს, 11 მარტს კორონავირუსით ინფიცირების 24-ე შემთხვევა გამოვლინდა.