LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვეულებრივი ქსოვილის შარფი შესაძლოა, ნიღაბზე ეფექტურიც იყოს – თენგიზ ცერცვაძე

რაც შეეხება ქსოვილის სახეზე, პირსა და ცხვირზე მიფარებას, ეს ეფექტურია და შეიძლება, ნიღაბზე უფრო ეფექტურიც იყოს, მაგრამ ასე ქსოვილაფარებული დიდხანს ვერ ივლით და ეს შეიძლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენოთ, როცა იცით, რომ პიროვნება ინფიცირებულია და მასთან მჭიდრო კონტაქტში ხართ, იგივე ტრანსპორტში, ან დახურულ სივრცეში“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმ განაცხადა ცერცვაძემ პირველი არხის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, პირბადის ხმარება სჭირდება მხოლოდ ინფიცირებულ პაციენტს, რათა ვირუსის ნაწილაკები არ გამოაფრქვიოს.

ადამიანი გადამდები არ არის, სანამ არ დაეწყება სიმპტომები - პაატა იმნაძე (ვიდეო)

სანამ კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანს სიმპტომები არ გამოუვლინდება, სხვა ადამიანს ვირუსს არ გადასცემს.

„არაინფიცირებულ ადამიანს მაშინ სჭირდება, თუ ის პაციენტთან უშუალო კონტაქტში იმყოფება. ძირითადად, ეს სამედიცინო დაწესებულებაში ხდება. პირბადე გჭირდებათ მაშინ, თუ პაციენტს მკურნალობთ, უვლით, მასთან ერთად ერთ ბინაში ცხოვრობთ, ან ტრანსპორტით მგზავრობთ. ყველა სხვა შემთხვევაში, მით უმეტეს, სამსახურში ყოფნისას და ქუჩაში სიარულისას პიბადე არ გჭირდებათ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი განმარტებით, სიფრიფანა ნიღაბი საკმარისია, თუ ის სწორად არის გაკეთებული, პირსა და ცხვირს ფარავს და სახეს მჭიდროდ ეკვრის.

“რაც შეეხება ჩვეულებრივი ქსოვილის შარფს, ის შესაძლოა, ნიღაბზე უფრო ეფექტურიც იყოს, მაგრამ მისი გამოყენება მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, თუ ვიცით, რომ მჭიდრო კონტაქტში მყოფი ადამიანი ინფიცირებულია”,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

“შიში და პანიკა არ არის გამოსავალი, ეპიდემიის კონტროლი შესაძლებელია” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქართველი სპეციალისტი კორონავირუსზე

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს, 11 მარტს კორონავირუსით ინფიცირების 24-ე შემთხვევა გამოვლინდა.