“ინფექციურში მყოფი, დადასტურებული 27 პაციენტიდან ოთხი პაციენტი არის 14 წლამდე ასაკის”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თმით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 30 პირიდან მათთან 27 ადამიანი მკურნალობს.
“ჩვენს სტაციონარში მკურნალობს 27 დადასტურებული პირი. ეს ხუთივე პირი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური მეთვალყურეობს თვითიზოლაციაში მყოფ კონტაქტირებულ პირებს, თვითონაც კონტაქტში არიან და მეთვალყურე პატრონაჟი ეპიდემიოლოგი ჰყავთ, რომელიც ყოველდღიურ კონტაქტშია ასეთ პაციენტებთან. ინფექციურში მყოფი, დადასტურებული 27 პაციენტიდან ოთხი პაციენტი არის 14 წლამდე ასაკის, ასაკს არ ვასახელებთ. ამ ხუთ პაციენტს ჰქონდა დადასტურებულ პირთან კონტაქტი. სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი თვითიზოლაციაში, მეთვალყურეობისა და დაკვირვების ქვეშ, რომ მათ კონტაქტი ჰქონდათ ინფექციით დადასტურებულ პირთან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ათენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა
მისივე თქმით, დღეს კორონავირუსზე ტესტირებისთვის აღებულია 22 პირის ნიმუში და მათი პასუხი ხვალ დილით გახდება ცნობილი.
დღეს, 14 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა.
