სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ფაშინიანმა ფეისბუქის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მან და მისმა მეუღლემ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარეს და ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.
„ტესტის პასუხი უარყოფითია. ჩვენ კორონავირუსი არ გვაქვს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ნიკოლ ფაშინიანი და მისი ცოლი თვითიზოლაციაში არიან
სომხეთის პრემიერი ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანთან შეხვედრის შემდეგ მეუღლესთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, 7 მარტს ფაშინიანის მეუღლე ბრაზილიის პირველ ლედის შეხვდა.
“გუშინდელი დღის შემდეგ აღელვებული ვართ, მას შემდეგ რაც გავიგეთ რომ ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა და თვითიზოლაცია გადავწყვიტეთ. 7 მარტს ჩემი მეუღლე ანა შეხვდა ბრაზილიის პირველ ლედის. მიუხედავად იმისა, რომ თავად პრეზიდენტმა უარყო ინფორმაცია, რომ მას „კოვიდ-19“ აქვს, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ თვითიზოლაცია სამთავრობო აგარაკში, სევანზე და ტესტსაც გავივლით. სპეციალისტები ამბობენ, რომ ჩვენი ინფიცირების შანსი მიზერულია“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
