LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ ცერცვაძე: ბავშვებმა შეიძლება გასაღები გვაპოვნინონ, რატომ არ ემართებათ კორონავირუსი

„ბავშვებმა შეიძლება გასაღები გვაპოვნინონ რატომ არ ემართებათ კორონავირუსი”,- ამის შესახებ შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვარაუდობენ, რომ ბავშვებში რომელიღაც სხვა აცრა, მაგალითად წითურის აცრა იძლეოდეს პარალელურ ეფექტს.

აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის ტესტირება დაიწყო

ტესტირების პირველი მონაწილე ექსპერიმენტულ ვაქცინას დღეს მიიღებს.საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, ტესტირება ერთი წლიდან, 18 თვემდე გასატნს

“ეს ერთ-ერთი არა დამტკიცებული ვარაუდია”,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, არსებობს მეორე ვარაუდიც, რომ ბავშვების დიდი მასა ავადდება კორონავირუსით.

„უსიმპტომოდ იტანენ მას და იმუნიტეტი უვითარდებათ. ასეთი თეორიაც არსებობს“, -აღნიშნა ცერცვაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულმა პირველმა პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო დატოვა