LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელების დასკვნით, ყველაზე კარგი პრეპარატი დელაგილია და ჩვენ ამ მედიკამენტს უკვე ვიყენებთ

“ჩინელების დასკვნით, ყველაზე კარგი პრეპარატი დელაგინია და ჩვენ ამ მედიკამენტს უკვე ვიყენებთ”, – ამის შესახებ შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ცხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამ მედიკამენტებს, სხვადასხვა დაავადებების დროს იყენებდნენ, მაგალითად რამდენიმე მედიკამენტი შიდსის სამკურნალოდ გამოიყენებოდა.

აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის ტესტირება დაიწყო

ტესტირების პირველი მონაწილე ექსპერიმენტულ ვაქცინას დღეს მიიღებს.საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, ტესტირება ერთი წლიდან, 18 თვემდე გასატნს

„ზოგიერთი წამალი, მაგალითად რიბავერინი და ინტერფერონი, გამოიყენებოდა C ჰეპატიტის სამკურნალოდ. დელაგილი და პლატიფილინი, ეს ორი პრეპარატი მსგავსი ნივთიერებებია და ესენი ჯერ კიდევ ჩემ ახალგაზრდობაში ფართოდ გამოიყენებოდა რევმატული და ავტოიმუნური დაავადებების საწინააღმდეგოდ. ასე ბრმად კი არ აიღეს ეს 5-6 პრეპარატი, განიხილეს და ჩათვალეს, რომ ის შესაძლოა, სასარგებლო ყოფილიყო. ჩინელებთან და სხვებთანაც მუდმივ კონტაქტზე ვართ და ჩინელების დასკვნით, ამ პრეპარატებიდან არც ერთი არ აღმოჩნდა ისეთი, რომელზეც შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ უკვე ნაპოვნია პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტი. არც ერთ მათგანს ჯერჯერობით არ აქვს ოფიციალური რეკომენდაცია, მაგრამ ექვსივე პრეპარატი გამოიყენება კორონავირუსის სამკურნალოდ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის ვარაუდით კორონავირუსით ინფიცირებული მესამე პაციენტი კლინიკას ხვალ დატოვებს

16 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსისი 33 შემთხვევაა გამოვლენილი, კარანტინის რეჟიმში – 637 პირი რჩება ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 54 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.