“მოველით, რომ ასევე იქნება უარყოფითი პასუხი და მესამე პაციენტი ხვალ დატოვებს კლინიკას“ ,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით ამ პაციენტს არავითარი კლინიკური ნიშანი არ აღენიშნებოდა.
„მესამე პაციენტს ჰქონდა პასუხი უარყოფითი, განმეორებითი ტესტი ხვალ ჩატარდება და ძალიან დიდი ალბათობით, ვინაიდან ამ პაციენტს არავითარი კლინიკური ნიშანი არ აღენიშნებოდა და პირველი პასუხი მკაფიოდ უარყოფითი იყო, მოველით, რომ ასევე იქნება აურყოფითი და ხვალ დატოვებს კლინიკას“ ,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულმა პირველმა პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო დატოვა
დღეს თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გაწერეს. პროტოკოლის გათვალისწინებით გამოჯანმრთელებული პირი ერთი კვირის განმავლობაში საცხოვრებელ სახლში, თვითიზოლაციაში იქნება.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
