LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისში საფრანგეთიდან ჩამოსულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. სავარაუდოდ, ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცია.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, პირს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინიდან გადაიყვანეს. როგორც ცნობილია მას გამოკვლევა ქუთაისის ლაბორატორიაში ჩაუტარდა.