79 ინფიცირებული და არც ერთი გარდაცვლილი იმის შედეგია, რომ საათივით აწყობილი მუშაობდა მთელი ვერტიკალი, – ეს განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის ეთერში გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ყველა საპასუხო ღონისძიება დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად განხორცილდა:
ინფექციურში მოთავსებული პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მათგან ორის კი კრიტიკული - მარინა ენდელაძე
“ძალიან მძიმე, საყურადღებო პაციენტები გვყავს. ისინი რეანიმაციის განყოფილებაში არიან მოთავსებული,“-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ მათ კორონავირუსთან ერთად თანმხლები დაავადებებიც აქვთ: „ახლა ჩვენ 34 ინფიცირებული პაციენტი გვყავს. ამათგან ოთხი ძალიან მძიმეა, საიდანაც ორი კრიტიკულიც კი არის. ერთი გახლავთ ასაკოვანი ქალბატონი, მეორე კი შედარებით […]
„79 ინფიცირებული და არც ერთი გარდაცვლილი. ამაზე მეტის, უბრალოდ, არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა. ეს მდგომარეობა, რაც საქართველოს რუკაზე უჭირავს, იმის შედეგია, რომ საათივით აწყობილი მუშაობდა მთელი ვერტიკალი, რიგითი ექიმიდან და ეპიდემიოლოგიდან დაწყებული, დაავადებათა კონტროლის ცენტრით, ჯანდაცვის სამინისტროთი, კლინიკებით გაგრძელებული და განსაკუთრებით, საქართველოს მთავრობისა და პირადად პრემიერ-მინისტრით დამთავრებული. “, – განაცხადა ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძე ასევე აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ალბათ, ცალკეული ლეტალური შემთხვევებიც იქნება, მაგრამ საქართველო მაინც მოახერხებს თავიდან აირიდოს მოვლენების დრამატული განვითარება.
„ვფიქრობ, საქართველო მოახერხებს იმას, რომ თავიდან აიცილოს ეპიდემიის დრამატული განვითარება, თავისი უზარმაზარი უარყოფითი შედეგებით – როგორც ეკონომიკური ზარალით, ისე ადამიანური მსხვერპლით“, – განაცხადა ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ უახლოეს კვირებში იქნება შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება.
მარინა ეზუგბაია: დღეს 10 პაციენტზე აღებული ტესტის პასუხები უარყოფითია
