LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4534 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276 პირი.

ცნობისთვის ახალი კორონავირუსისგან 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსისგან 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული