საქართველოში ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსისგან 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს დილის შემდეგ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ შეცვლილა და ამ დრომდე 85 დადასტურებული შემთხვევაა .
“ჩვენს შეთხვევაში სიახლე ის არის, რომ ერთ პაციენტზე დილით ჩატარებული განმეორებითი ტესტირებით პასუხი უარყოფითია. ანუ ერთი გამოჯანმრთლებული პაციენტი გვყავს.ჯერჯერობით, მას კლინიკა არ დატოვებია, მაგრამ ის ითვლება, როგორც გამოჯანმრთლებული . ესე იგი სულ, 16 პაციენტია გამოჯანმრთლებული. 15 – ჩვენს ცენტრში და 1 – საჩხერეში“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.
კარანტინის რეჟიმშია 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.
უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი – ამირან გამყრელიძე
