LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი – ამირან გამყრელიძე

უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, სამი შემთხვევის პირველწყარო დადგენილი არ არის. მისი თქმით, სამიდან ერთის წყაროს დადგენა შესაძლებელია, თუმცა დანარჩენი ორი შემთხვევის დადგენა დიდი ალბათობით ვერ მოხდება.

“ამ ორ შემთხვევაში უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი. არის ეს ხალხი ქვეყანაში, სადაც უკვე არის ნიშანი და არის განგაშის ნიშანი შიდა გადაცემისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება ვიღაცისგან, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და ის ინფიცირებული ადამიანი დადის ქვეყანაში და ის უკვე სხვა ასნებოვნებს, სხვას გადასდებს, თვითონ ეს ფაქტია საყურადღებო და საგანგაშო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

არაა გამორიცხული, რომ ბავშვებს ახალი კორონავირუსის მიმართ უკვე გარკვეული იმუნიტეტი აქვთ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 85 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 14 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4534 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 276.