LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქართველი ქალის ერთ-ერთ შვილს ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავენ

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქართველი ქალის ერთ-ერთ შვილს გურული დღიურების ფონდი ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს.

“ფონდი შეუძენს სასკოლო ინვენტარსაც და სკოლის დამთავრებამდე სასწავლო მიმართულებით სხვა დახმარებასაც ხშირად გაუწევს. ანანო სამტრედიაში ცხოვრობს და საუკეთესო მეხუთეკლასელია”, — წერს კეკელიძე.