LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა ორ ადამიანს, რომლებმაც 50 ლარი ჩარიცხეს და მომწერეს, მეტი არ შეგვიძლიაო, ხოდა, რად გვინდა ამ დროს პოლიტიკა – გამყრელიძე

“ბევრი ადამიანი მოდის და გვეხმარება, ზოგს საკვები მოაქვს, გვიანობამდე რომ არიან აქ ეპიდემიოლოგები მათთვის, ზოგმა მანქანები გვაჩუქა საველე სამუშაოებისთვის,”- ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა გააკეთა. ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს მოსახლეობა ძალიან სოლიდარულია და ამისათვის, ყველას უხდის მადლობას, თუმცა განსაკუთრებულად ორ ადამიანს.

“მადლობა მინდა ვუთხრა ორ ადამიანს, არც გვარს ვიტყვი, არც სახელსაც, ადამიანი, რომელმაც 50 ლარი ჩარიცხა ჩვენს ანგარიშზე, მომწერა, მეტი არ შემიძლიაო. ხოდა, რად გვინდა ახლა პოლიტიკა, გამაგებინეთ, არ გვინდა…

ყველას ჩვენ გვაქვს ზღვარი რაღაცის, გინახავთ თქვენ როდისმე პაატა იმნაძე გამოსული მდგომარეობიდან? გამოიყვანეს მდგომარეობიდან, რადგან უნდათ, რომ როგორმე პაატაც, მეც ჩაგვითრიონ ამ სიბინძურეში, პოლიტიკურ სიბინძურეში.

არა ბატონებო, ვინც ამას დღეს საუბრობს, იმ ხალხზე იცით რამდენი რამე ვიცი მე? რამდენი ინფორმაცია მაქვს, რას როგორ ვერ აკეთებდნენ თავის დროზე, გამოვდივარ და ვსაუბრობ, არ არის მაგის დრო.

ნუ მრევენ პოლიტიკაში, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ყველაფერს ვიტყვი, თავი დამანებონ – პაატა იმნაძე

ამ ჭირმა ჩვენ ყველა ერთად გაგვაერთიანა და უნდა გაგვაერთიანოს, არ არის ახლა დრო პოზიცია, ოპოზიცია და ასე შემდეგ. ყველამ ერთად დავიცვათ ის, რასაც გვეუბნება სახელმწიფო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს სხვა ქვეყნებში მყოფი მოქალაქეების დასახმარებლად და სამშობლოში ჩამოსაყვანად.