LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი ახალშობილიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა – ლევან რატიანი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტი იმყოფება. მათი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ 14 დღის გასვლის შემდეგ მათ ტესტირება ჩაუტარდებათ და ორჯერ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, გაეწერებიან საავადმყოფოდან.

თუ კიდევ ეს ერთი თვე ამ დინამიკით ვიარეთ, როგორც მივდივართ, შეიძლება დიდ პიკში არც შევიდეთ - ამირან გამყრელიძე

"ჯერჯერობით მატების დინამიკა ქვეყანაში არის მსუბუქი. დამთავრდა 4 კვირა პირველი შემთხვევიდან, მე-5, მე-6 კვირა არის საფრთხილო, განსაკუთრებით მე-7, მე-8 კვირა"

„ჩვენთან მკურნალობს კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტი. ამ 14 პაციენტიდან ორი მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მათი მდგომარეობა სტაბილურია. სტაბილურობა ნიშნავს იმას, რომ ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს.

დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ინფექციონისტებისა და რეანიმატოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ. სამის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია როგორც კლინიკური, ისე პარაკლინიკური კვლევებით. ამიტომ ველოდებით, რომ 14 დღე გავიდეს, რათა ავიღოთ განმეორებითი ნაცხები. თუ ბიოლოგიურ ნაცხში ორჯერ არ აღმოჩნდება, უახლოეს დღეებში ასეთი პაციენტები დატოვებენ კლინიკას და გადავლენ თვითიზოლაციაში.

დანარჩენ პაციენტებთან ყველასთან დასტურდება პნევმონიის სურათი. მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა. უარყოფითი კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპზე არ ყოფილა,“ – განაცხადა რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. დღეს ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4641 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 239 პაციენტი რჩება.

ამასთან, ლევან რატიანი აცხადებს, რომ სამი ახალშობილიდან, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს, covid-19 არცერთთან არ დადასტურდა.

„რაც შეეხება სამ ახალშობილს, სამივესთან მოვიდა უარყოფითი ტესტი, მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. არცერთი მათგანი არ იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე და მკურნალობა მიდის სტანდარტის მიხედვით,“ – აღნიშნა რატიანმა.

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა