“ვირუსის გავრცელებიდან მეოთხე კვირას შემთხვევების ზრდის დინამიკა დუნეა,”-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა რუსთავი 2-ს განუცხადა. მანვე აღნიშნა, რომ თუ საზოგადოება რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, შესაძლოა ვირუსის პიკური მატება არც გვქონდეს.
“ჯერჯერობით მატების დინამიკა ქვეყანაში არის მსუბუქი. დამთავრდა 4 კვირა პირველი შემთხვევიდან, მე-5, მე-6 კვირა არის საფრთხილო, განსაკუთრებით მე-7, მე-8 კვირა, თუ კიდევ ეს ერთი თვე ამ დინამიკით ვიარეთ, როგორც მოვდივართ პირველი შემთხვევიდან, შეიძლება დიდ პიკში არც შევიდეთ,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროისთვის დადასტურებულია 85 შემთხვევა, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 14 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა
