თავდაცვის სამინისტროს ერთ თანამშრომელს COVID 19 დაუდასტურდა, საეჭვო სიმპტომები აქვს რამდენიმე სამოქალაქო პირს. დაინფიცირებულები ჯარისკაცები არ არიან.
ტელეკომპანია “პირველის” ცნობით ერთ-ერთ მათგანს სწრაფი ტესტით უკვე დაუდგინდა COVID 19. დანარჩენი საეჭვო სიმპტომების მქონე პირების ანალიზის პასუხები გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 90-ია. კარანტინის რეჟიმშია 4534 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276 პირი.
ცნობისთვის ახალი კორონავირუსისგან 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული.
