LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე ვფიქრობთ, რომ დაგორებული თოვლის გუნდასავით მიდის შემთხვევათა რაოდენობა – ამირან გამყრელიძე

“ვფიქრობთ, რომ საქმე გვაქვს უკვე იმ გარემოებასთან, როდესაც ჯაჭვისებურად უკვე, დაგორებული თოვლის გუნდასავით მიდის შემთხვევათა რაოდენობა”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ ასევე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სამი ადამიანის ინფიცირების წყაროს დადგენა უჭირთ.

„სამ შემთხვევაში გვიჭირს პირველწყაროზე გასვლა, რითაც ვფიქრობთ, რომ საქმე გვაქვს უკვე იმ გარემოებასთან, როდესაც ჯაჭვისებურად უკვე, დაგორებული თოვლის გუნდასავით მიდის შემთხვევათა რაოდენობა – როდესაც არიან ადამიანები, რომლებიც დადიან საზოგადოებაში; აქვთ გარკვეული სიმპტომები და არ იციან, რომ გადამდებები არიან. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ შეიძლება ასეთ შემთხვევებთან გვქონდეს საქმე, თუმცა რა თქმა უნდა, მათი კონტაქტების ძიება გრძელდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ შესაძლოა კრიტიკული ფაზა ერთ კვირაში დადგეს.

„არ გამოვრიცხავ, რომ ერთი კვირის შემდეგ იყოს კრიტიკული ფაზა, როდესაც შეიძლება სერიოზული მატება იყოს შემთხვევების. ამიტომ უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობა, არ გვაქვს საქმე სახუმაროდ და ქუჩებში სასეირნოდ. ვისხდეთ სახლში. ამაზე უკეთესი იარაღი ჯერჯერობით არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა სახლში დარჩენისკენ და განმარტა, რომ ამაზე კარგი იარაღი არ არსებობს.