ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ მათთან 4 მძიმე პაციენტია, აქედან 2 კრიტიკულია. ეზუგბაიას თქმით, პროგნოზზე წინასწარ თქმა შეუძლებელია.
როგორც კლინიკური დირექტორი ამბობს, ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის გამოვლენიდან დღემდე კოვიდ 19-ის 49 შემთხვევა იყო, აქედან 17 გამოჯანმრთელებული უკვე სახლშია გაწერილი. ეზუგბაიას თქმით, კვლავ გრძელდება იმ პაციენტების მონიტორინგი, რომლებიც უკვე გამოჯანმრთელების ეტაპზე არიან.
შეგახსენებთ, ქვეყანაში კორონავირუსით 100 ადაიანია დაინფიცირებული. აქედან 18 გამოჯანმრთელებულია. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხვალიდან მთელ საქართველოში, ფაქტობრივად, საკარანტინე რეჟიმი ცხადდება.
