LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე მედიასთან კონტაქტს წყვეტენ

ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში მედიასთან კომენტარს აღარ გააკეთებენ. არც ერთი მათგანი სატელევიზიო გადაცემებში აღარ ჩაერთვებიან.

ინფორმაცია „ფორტუნას“ დაავადებათა კონტროლის პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

უწყების ინფორმაციით, ყველა სიახლე მათ ვებგვერდზე (NCDC.GE) გამოქვეყნდება.

უწყებაში მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყანაში გამოცხადებულ კარანტინს უკავშირებენ.

„მომავალში სიტუაცია შესაძლოა, შეიცვალოს“, – გვითხრეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტში.