LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 წლის მოზარდი თავს კარგად გრძნობს – ბოლო ინფორმაცია ინფიცირებულთა მდგომარეობის შესახებ

157 დადასტურებული შემთხვევა , 28 განკურნებული და ერთი გარდაცვილი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. ასეთია ბოლო სტატისტიკა საქართველოში. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისათვის სულ 38 ინფიცირებული პაციენტია, მათ შორის არის 62 წლის ქალი მარნეულიდან, რომლის ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია.

თავს კარგად გრძნობს 13 წლის მოზარდი, რომელიც ამავე კლინიკაში მკურნალობს. ნორმალურია ორივე ინფიცირებული ორსულის მდგომარეობა., მძიმედ რცება მხოლოდ 80 წლის ქალბატონი.

“დღეს, ჩვენს კლინიკაში 38 ინფიცირებული წევს, შემოგვემატა 1 ბავშვი, რომელიც 13 წლის არის, ის კორონავირუსით არის ინფიცირებული. ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ის პედიატრების და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. იმ ქალბატონების მდგომარეობა, რომლებიც ჩვენს კლინიკაში მკურნალობენ, მკვეთრდა დადებითია.

რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც რომანოების კლასტერიდან არის, რამდენიმე წუთის წინ მე გავსინჯე და მისი მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. ამის გათვალისწინებით, მისი ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის მოხსნა რამდენიმე საათში იგეგმება.

ჩვენ ასევე გვყავს ორსული, რომელიც 22 კვირისაა, მისი მდგომარეობა კი ამ ეტაპზე დადებითია და ის ფიზიოლოგიურ პირობებში იმყოფება. რაც შეეხება, მეორე 19 წლის ორსულს, ისიც და მისი ნაყოფიც ფიზიოლოგიურ პარამენტრებშია​.

ჩვენი კლინიკა დინამიურად იღებს პაციენტებს,” – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

კორონავირუსის 157 შემთხვევიდან 99 პროცენტში წარმომავლობა ცნობილია: გამყრელიძე