LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობლებს, რომლებსაც ჰყავთ ორი ან მეტი შვილი, მსუბუქი ავტომობილით გადაადგილების საშუალება უნდა მიეცეთ – ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე, ავტომობილის მგზავრობისას დაწესებული უსაფრთხოების წესების შეცვლას ითხოვს. მისი თქმით, შეზღუდვა, რომელიც ავტომობილში მხოლოდ სამი პირის დაშვებას გულისხმობს, ოჯახების შემთხვევაში უნდა შეიცვალოს, რადგან არის შემთხვევები, როცა მშობლებს ორი შვილის გადაყვანის შესაძლებლობა არ ეძლევა.

“უამრავი შემთხვევა არსებობს უკვე. ადამიანები დააჯარიმეს მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი საკუთარ შვილებთან ერთად მგზავრობდნენ. ყველა რეგულაცია და ყველა ნორმა უნდა ექვემდებარებოდეს ლოგიკურ დასაბუთებას. ამ შემთხვევაში ამ აკრძალვას, რომელიც კონკრეტულად უკრძალავს და ხელს უშლის ოჯახის წევრებს, მშობლებსა და შვილებს ერთად გადაადგილებას, ლოგიკური დასაბუთება აკლია.

რა იკრძალება საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ

მთავრობას ვთავაზობ კონკრეტულ, უმარტივეს ცვლილებას, რომელიც მთავრობას შეუძლია მიიღოს ნახევარ საათში. ამ ცვლილების არსი არის, რომ იმ გამონაკლისებს, რომელიც დაშვებულია ამ ნორმაში მსუბუქი ავტომობილის გადაადგილებაში, დაემატოს ერთი გამონაკლისი. ეს არის, გადაადგილება მშობლების შვილებთან ერთად. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ როდესაც ავტომანქანით გადაადგილდებიან მშობლები და შვილები ეს იყოს დაშვებული. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვახერხებთ, რომ ოჯახის წევრები ჩავწეროთ ამ ნორმებში იქიდან გამომდინარე, რომ კანონისმიერი განმარტება ოჯახისა არის ფართო

ამავდროულად, ის ასეული ადამიანი, რომელიც დააჯარიმეს ამ ნორმების დარღვევის გამო, ვფიქრობთ, რომ უნდა გათავისუფლდეს ამ ჯარიმისგან. ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, რომ ის პირები, რომლებიც მსგავსი ქცევისათვის უკვე არიან დაჯარიმებულნი მოხდნენ ამნისტიაში და ამ ჯარიმებისგან გათავისუფლდნენ“,-აღნიშნა დოლიძემ.

13 წლის მოზარდი თავს კარგად გრძნობს – ბოლო ინფორმაცია ინფიცირებულთა მდგომარეობის შესახებ