LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 45 პაციენტი განიკურნა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 195 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 45 მოქალაქე.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის თქმით, განკურნების ეს მაჩვენებელი საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 86 წლის პაციენტი გარდაიცვალა

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4708 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.