LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით კიდევ 4 პირი დაინფიცირდა

234 დაინფიცირებული, 54 გამოჯანმრთელებული, 3 გარდაცვლილი – ეს კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ბოლო ინფორმაციაა. მონაცემები ვებგვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ მათთან მძიმე პაციენტები რჩებიან, რომლებსაც ორხმრივი პნევმონია აქვთ. მისი თქმით, მდგომარეობა სტაბილურია და იმედს იტოვებენ, რომ ასე გაგრძელდება. 

ეზუგბაიამ კომენტარი გააკეთა ქართული წარმოების პირბადეებზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული პირბადე მოხმარებელს წვეთოვანი გზით გადამდები დაავადებებისგან დაიცავს. შეგახსენებთ, დღეს ამავე თემაზე ნათია თურნავამ და პაატა იმნაძემაც ისაუბრეს და ქართული პირბადეების მაღალ ხარისხს გაუსვეს ხაზი.