ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მარნეულისა და ბოლნისის შემდეგ, ლენტეხიც ჩაიკეტა. მპრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯანდაცვის დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით მიიღეს.
საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა
"ვხედავთ, რომ მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ვერ ათვითცნობიერებს პრობლემას ბოლომდე".
„ეპიდემიოლოგების და მედიკოსების რჩევით, ასევე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდეს სრული კარანტინი, რაც გულისხმობს იმას, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც დღესდღეობით არის ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების 5 შემთხვევა გამოვლინდა. თავდაპირველად, 8 აპრილს კოვიდ19-ით ინფიცირება 53 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში გადაადგილდებოდა. დღეს კი ლენტეხის მუნიციპალიტეტში კიდევ 4 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
