საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 60 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე ახლახანს განახლდა.
ამასთან, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 242-მდე გაიზარდა.
კარანტინის რეჟიმში რჩება 4856 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370 .
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
კორონავირუსს ემსხვერპლა 3 ადამიანი.
