საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 242 შემთხვევაა დადასტურებული.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
242 დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 57 მოქალაქე.
გარდაცვლილია სამი პაციენტი.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4856 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.
