“ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფო ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა,” – ეს განცხადება მარინა ეზუგბაიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსისგან სულ 56 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, არ შეცვლილა ინფიცირებულთა რაოდენობა.
„ინფექციურ საავადმყოფოში 7 მძიმე პაციენტი რჩება. აქედან 3 უფრო მძიმეა და ინტენსიურ მეთვალყურეობას საჭიროებს. პაციენტების 50% საშუალო ასაკისაა. კლინიკაში 35 პაციენტი მკურნალობს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
