საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ 56 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე უკვე აისახა. არ შეცვლილა გარდაცვალების მაჩვენებელი. საქართველოში COVID-19-ის შედეგად სამი ადამიანია გარდაცვლილი.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 236 დადასტურებული შემთხვევაა. ამათგან სამი უცხოეთში დადასტურდა და საქართველოს მოქალაქეები სამკურნალოდ ქვეყანაში დაბრუნდნენ.
იმედისმომცემი შედეგები: რემდესივირის პირველი ცდა პაციენტთა მცირე ჯგუფზე დასრულდა
მარინა ეზუგბაიას განმარტებით, StopCov-ის ვებგვერდზე უცხოეთიდან სამკურნალოდ ჩამოსულ და ადგილზე დადასტურებულ შემთხვევებს ცალ-ცალკე აღრიცხავენ. შესაბაისად, სტოფ ქოვ ჯიზე, COVID-19-ის 233 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში – 4856 , ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370 პირი იმყოფება.
ჰქონდათ თუ არა შეხება ინფიცირებულთან მოკლეტექსტური შეტყობინებით გაიგებთ: კორონავირუსის შესაჩერებლად „Apple“ და „Google“ ერთიანდებიან
