LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსისგან 63 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 63 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4929 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 405 მოქალაქე რჩება.

საქართველოში კორონავირუსი 252 ადამიანს დაუდასტურდა, 3 მათგანი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.