LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთიის მუნიციპალიტეტის სოფლები: გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავრუკა ჩაიკეტა

ქობულეთიის მუნიციპალიტეტის სოფლები: გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავრუკა ჩაიკეტა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების ბოლო რამდენიმე შემთვევა აჭარაშია დაფიქსირებული.

“კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბოლო შემთხვევების საკმაოდ ფართო წრე კონტაქტებისა აჭარაშია დაფიქსირებული. სწორედ ამიტომ, ქობულეთიის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავრუკა, სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარნტინო შეზღუდვები წესდება. ამ ადგილებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა”,- განაცხადა ირაკლი ჩქოვანმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა გაიზარდა და დადასტურებული 252 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 60 პაციენტი.

გარდაცვლილია 3, კარანტინის რეჟიმში 4929 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 405 ადამიანი იმყოფება.