სტატისტიკა გაზრდილილა, მაგრამ იმედის მომცემია, რადგანაც ზომიერი და კონტროლირებადია,-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 252 შეადგინა. 252 ადამიანიდან 60 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 4929 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 405 პირი.
