LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაზიიდან მიტანილი პროდუქტები უნდა გაირეცხოს, ნაწილი უნდა დაიმდუღროს-ამირან გამყრელიძე

“მაღაზიიდან მიტანილი პროდუქტები უნდა გაირეცხოს, პროდუქტის ნაწილი უნდა დაიმდუღოს, თერმული დამუშავების შემდეგ პროდუქტი საშიში არ არის”,- ამის შესახებ დაავადებათა კონრტოლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა ფეისბუქზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსი არის წვეთოვანი იფექცია, ამიტომ აუცილებელია ყველა საჭირო რეკომენდაციების დაცვა.

„კორონავირუსი არის წვეთოვანი ინფექცია, ის გადაეცემა წვეთების სახით, თუ ინფიცირებული ადამიანი ახველებს, აცემინებს და ახლოს არის დაახლოებით 1,5 მეტრით, 2 მერტზე ახლოს მას შეიძლება ეს წვეთი მოხვდეს და გადაედოს. ასევე ის გადადის დაბინძურებული საგნებით, ამიტომაც ვამბობთ, რომ პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა არის მთავარი იარაღი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.