დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით 30 უკვე ნიშანია იმისა, რომ ახალი კორონავირუსის შიდა გავრცელებამ სერიოზული სახე მიიღო.
“30 უკვე ნიშანია იმისა, რომ შიდა გავრცელება უკვე სერიოზული გვაქვს, იგივე სამედიცინო პერსონალის, სასულიერო პირის დაინფიცირება, სხვა შემთხვევები, ბევრი გვაქვს უკვე შიდა გავრცელების შემთხვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფექცია ტრიალებს უკვე მოსახლეობაში, შეიძლება ხანდახან უსიმპტომო ფორმით, რაც შედარებით ნაკლებია. მოვუწოდებთ, მოსახლეობას პირველი სიმპტომების გაჩენისთანავე მივმართოთ ექიმს და ვიმოქმედოთ მისი დანიშნულების და რეკომენდაციების მიხედვით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 296 ადამიანს დაუდასტურდა კორონავიირუსი. მათგან 69 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა
