LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქართველი ქალის მეორე შვილიც გურული დღიურების ფონდის სტიპენდიანტი გახდება – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ის წერს, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქართველი ქალის მეორე შვილიც გურული დღიურების ფონდის სტიპენდიანტი გახდება:

“დღეიდან ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქართველი ქალის მეორე შვილიც გურული დღიურების ფონდის სტიპენდიატია. მის დას უკვე დავუნიშნეთ სტიპენდია რამდენიმე დღის წინ. ეს ბიჭუნა თქვენ სულისშემძვრელი ვიდეოდან გაიცანით და გახსოვთ – მეორეკლასელი გიორგი ნაჭყებია სამტრედიიდან. საოცარი ამბავი ის არის, რომ ეს სააპრილო სტიპენდია, გადაწყვეტილი გვქონდა ნინი ჯაფარიძის სახელობის ყოფილიყო და იქნება კიდეც – შარშან მშობიარობის გართულებისას გარდაცვლილი შესანიშნავი გოგონასი, რომელთან ერთადაც წიგნის ჩუქების დღეზე ვმუშაობდით. შვილი, საბედნიეროდ გადარჩა, გვარად ისიც ნაჭყებიაა. ამაზე სულაც ახლა, ამ სიახლის წერისას დავფიქრდი. მაშინ მე გარდაცვლილ ნინის დავპირდი, რომ მის სახელზე აუცილებლად დავუნიშნავდით მისი სახელობის სტიპენდიას ვინმეს 23 აპრილის წიგნის დღისთვის.
ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს და გავიყვანთ ფონს.
მოკლედ- გიორგი ნაჭყებია – გურული დღიურების ფონდის ნინი ჯაფარიძის სახელობის სტიპენდიატი. ამჯერად შემომწირველი – ჯგუფ ,,წიგნის ჭიების” სახელით – ბექა ერიაშვილი.
გვიგულეთ გვერდით”-წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/GiKekelidze/posts/2981099558615928?__xts__[0]=68.ARB9ZeH3yPdqQcIutgNAC5trRvneC8ZmNsTMDNl0iZN4ryw2CADK8vfIlNJL2S1pn2nPyKlzN6gSCPkJck2M27xIJG17GJf2Vqcd7DsANi7mO7jwR9y-nTrObrxYpprtSIccfMEhBos62iOzEHdPeZKYMARfbRDLesUruQVXGPFO-VidIQiAtPkkAn2L4fxKQARu_3x4WoSfVqbqFiwq51y4pfx1Zggjh-Bn3Y2giFf6DPN0Wqqzx0nr0HZZ3-8luZfKYRgXibiYO5KEHi0h_JLo6EeSVtpo5dyA0-fVp7C7R1aksdgq_IYPeqKipmprv7YKNwlkPxSqnmsya1a_qQ&__xts__[1]=68.ARDvhgD8AzvzZzBGni4sWx887w9pcSLUIHJhqTYqbC6NFMrkDpPmwkFl_-PiguebPO6MnjfXWI0V0jQMZN8ND9U_S3bdiWthAL_B6Te1-0r7kTTTd6BO51RTchUVRPwxLu9cn5ngwiIuyR91hg_mp91XzbfbE4EJtQX0stQDnIzptgwvkpxR1RXHpUTTggTrmWkbGwxsh6RGeee9k9xaovDBi_qiXVNp-PdhGUpzZVJI5Vk7RlL48e697wW2RV62hPEFfntcZ58p6zwJHBjLZ5LmzV1qC6xWHknpcsXrd-wMrIENM998fViAxC4dBwCywGAu1vBj6QBjBh-q7NV_Qw&__tn__=-R