იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
კორონავირუსი გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 563 პაციენტმა დაამარცხა.
გარდაიცვალა 575 ადამიანი.
სულ ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 22 745-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 42 727-მდე.
იტალიაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების სულ 173 000 შემთხვევა დაფიქსირდა.
