LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქველმოქმედება გრძელდება: “ქალაქში მანქანით მოძრაობის უფლება მოგვცეს, ვაგრძელებთ საჭმელის დარიგებას” – აკა სინჯიკაშვილი

ქველმოქმედ აკა სინჯიკაშვილს ქალაქში მანქანით გადაადგილების უფლება მისცეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

სინჯიკაშვილი აღნიშნავს, რომ პირველ მისამართზე ახლახანს იყვნენ.

“ძააააალიან დიდი მადლობა ყველას ამდენი სიკეთისთვის ❤ ქალაქში ერთი მანქანით მოძრაობის უფლება მოგვცეს და ისევ მანქანით გავაგრძელებთ საჭმელის დარიგებას ❤❤❤ თქვენი დამსახურებაა და მადლობა ამ ყველაფრისთვის რის გაკეთების საშუალებასაც მაძლევთ ❤ პირველ მისამართზე ვიყავით ამწამს ❤ მძიმე დროა, ერთი მტერი გვყავს ყველას და ერთად უნდა მოვერიოთ. გაუფრთხილდით თავებს და ერთმანეთს რამდენადაც შესაძლებელია ❤”-წერს აკა სინჯიკაშვილი.

ცნობისთვის, ახალი რეგულაციის შემოღების შემდეგ, მსუბუქი ავტოტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვამ ქველმოქმედებს პრობლემები შეუქმნა. მათ მისამართებზე პროდუქტი ხელით მიჰქონდათ.