LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვისწავლით ამ დაავადებასთან თანაცხოვრებას, ოღონდ მინიმალური რისკის ფასად – თენგიზ ცერცვაძე

“ჩვენ ვისწავლით ამ დაავადებასთან თანაცხოვრებას, ოღონდ მინიმალური რისკის ფასად, ისე როგორც ხდება გრიპის ეპიდემიის დროს,” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ პალიტრა TV-ს ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ექიმებს ახლა უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ კორონავირუსის შესახებ, ვიდრე 2 თვის წინ ჰქონდათ:

„როცა ჩვენ ვამბობთ რომ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, ვგულისხმობთ, რომ ეს პიკი უნდა გადავიაროთ მშვიდობიანად, დიდი დანაკარგების გარეშე, შემდეგ იყოს ამ დაავადების ცალკეული შემთხვევები, თუნდაც რამდენიმე ათაეული შემთხვევა. ჩვენ ვიქნებით უკვე გამობრძმედილი და კიდევ მეტი ინფორმაცია გვექნება ვირსუსის შესახებ ვიდრე ახლა“, – აღნიშნა ცერცვაძემ.