LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზრდა არის დუნე, რადგან ჯერ პიკი არ არის…მომავალი სამი-ოთხი კვირა საკმაოდ რთული იქნება – ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკური ეტაპი ჯერ არ დამდგარა. მისივე თქმით, მომავალი სამი-ოთხი კვირა საკმაოდ რთული იქნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა “პირველ არხთან” ისაუბრა.

„ზრდა არის დუნე, რადგან ჯერ პიკი არ არის. ჩვენ შიდა გავრცელების შემთხვევები გვაქვს უკვე 22-23 მარტიდან, ამიტომ როგორც წესი, შემდგომი შვიდი-რვა კვირა, როცა შიდა გავრცელება იწყება, არის ხოლმე რთული. ამიტომ ყველა უნდა მოვეკიდოთ ძალიან მაღალი სიფრთხილით მომავალი სამი-ოთხი კვირის განმავლობაში თქვენს ქცევებს. თუ გვინდა, რომ ნაკლები დაზიანებით გადავიაროთ ეს პიკური პერიოდი, მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და სახელმწიფო იძლევა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.