ამ წუთებში თბილისში, მუხრანის ქუჩიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ევაკუაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია ერთობლივად ახორციელებს.
როგორც ცნობილია, ადგილზე გაზის მილი დაზიანდა და ბუნებრივი აირის ძლიერი გაჟონვა დაფიქსირდა.
მილის დაზიანება მანქანის შეჯახებამ გამოიწვია. მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
შესაბამისმა სამსახურებმა დროულად მოახერხეს მილის გადაკეტვა, თუმცა მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, იქ მცხოვრებთა ევაკუაცია მაინც გადაწყდა.
