აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 50 106-ს აღწევს. განახლებული მონაცემები ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსი ინფიცირებულთა რიცხვი 872 122-მდეა გაზრდილი.
აშშ-ში ახალ კორონავირუსზე ტესტირება უკვე 4 692 797-მა ადამიანმა გაიარა.
აშშ-ში სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვა ვირუსისგან დაზიანებულ ქვეყნებთან, იტალიასა და ესპანეთთან შედარებით მაღალია.
