LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანიები, რომლებიც არ დაიცავენ უსაფრთხოების ელემენტარულ წესებს, ვერ იფუნქციონირებენ – ეკონომიკის მინისტრი

“კომპანიები, რომლებიც არ დაიცავენ უსაფრთხოების ელემენტარულ წესებს, ვერ იფუნქციონირებენ,” – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.ნათია თურნავას თქმით, ბიზნესის ამოქმედების აუცილებელი წინაპირობა უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვააა და საქმიანობის ამ ახალ წესებზე ყველა ერთად უნდა გადაეწყოს.

“ჩვენ ყველანი უნდა გადავეწყოთ საქმიანობის ახალ წესებზე. ბიზნესს ეს უკვე გათავისებული აქვს და აუცილებელი წინაპირობა ბიზნესის ამოქმედების არის უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა.

გადავამოწმეთ 400-ზე მეტი ბიზნესი. კარგია, რომ დაახლოებით 2/3 სწრაფად გადაეწყო და პასუხობს ყველა აუცილებელ თვისებას.

არის ჯერ კიდევ კომპანიები, რომლებიც არ მინდა, დავაკონკრეტო, რომლებიც ან არ იცნობენ ამ წესებს, ან ბოლომდე ვერ გაიაზრეს და ვერ მოემზადნენ. ასეთი კომპანიები, რა თქმა უნდა, ვერ იფუნქციონირებენ,” – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

შეგახსენებთ, დღეს, 24 აპრილს, პრემიერმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს. სახელმწიფო იმ ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს 6 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარს მისცემს, სოციალურად დაუცველები, შშმ პირები და მრავალშვილიანი ოჯახები 6 თვის განმავლობაში 600 ლარს მიიღებენ. რაც შეეხება არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს, თუ ისინი წარადგენენ რაიმე სახის დამადასტურებელ დოკუმენტს, ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ. გარდა შეღავათებისა მთავრობა გეგმავს, რომ 2021 წლიდან პენსია ყველასთვის 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ ადამიანებისთვის 25 ლარით გაიზარდოს.

რა შეღავათები მივიღეთ და შეზღუდვების რა ეტაპებს გავივლით: მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სრულად

“მთავრობა იძულებულია, მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილს შეატოვოს” – ოპოზიცია ანტიკრიზისულ გეგმას ეხმაურება