“ის ვარაუდი, რომ შესაძლოა მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილი იყოს ინფიცირებული რეალურად, მათ შორის უსიმპტომო ფორმებით, ვიდრე დღეს ჩვენ ვიცით, სავსებით რეალურია,”- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“ყველა ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების გარდა, არსებობს რაღაც რაოდენობა დაუდასტურებული შემთხვევების, მათ შორის სავარაუდოდ, საქართველოში.
მაგრამ მე მინდა ყურადღება მივაქციო იმას, რომ ვინც აქედან გამოდის, რომ შესაძლოა ჩვენი გარდაცვლილთა რიცხვი არ იყოს ღირებული. თუ საქართველოში რეალური ინფიცირების რიცხვი მეტია, მარტივი მისახვედრია, რომ მაშინ გარდაცვალების პროცენტი კიდევ უფრო დაბლა დაიწევს.
თუ ვთქვათ 1000 პაციენტია ინფიცირებული, რომელიც არ ვიცით, იმიტომ რომ მთელი მოსახლეობა არ გამოგვიკვლევია, ათასიდან იმის ნახევარი იქნება გარდაცვლილთა რაოდეობა,” – ამბობს ცერცვაძე.
“არ არსებობს შანსი იმუშაო ისე, რომ არცერთი ადამიანი არ დაინფიცირდეს” – თენგიზ ცერცვაძე
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 178 ადამიანი.რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი რიცხვი დილის შემდეგ არ შეცვლილა და კვლავ 517-ია.
